Thursday, April 30, 2015

 დღე III

  გადავხედეთ ჩვენს გეგმაში ინდიკატორებს. . გვქონდა  თუ არა მაღალი სააზროვნო უნარები პროექტის გეგმაში, გავიგეთ ბლუმის ტაქსონომიის მეშვეობით. ყველა ინდიკატორისთვის ჩამოვწერეთ სასწავლო ამოცანები. შემდეგ განვასხვავეთ ერთმანეთისაგან ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები სლაიდშოუს საშუალებით და ჩვენს გეგმაში შესაბამის გრაფაში ჩავწერეთ, რომელიც დაგვეხმარება გაკვეთილის მსლელობისას.
    დღეს ასევე ვისწავლეთ დრაივზე  ინფორმაციის გადატანა და შენახვა.

    დიდი მადლობა ქალბატონ მამანას!

Friday, April 24, 2015

დღე  II

მეორე სამუშაო დღეს ვისწავლეთ პროექტის სამუშაო გეგმის შედგენა, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებისა და ინდიკატორების გადატანა გეგმაში. ასევე ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა საპროექტო თემასთან დაკავშირებით.
    საშინაო დავალება: ჩვენს თემასთან დაკავშირებით შევქმნათ ბუკლეტი.

Thursday, April 23, 2015

დღე 1

    ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ერთმანეთს ჩვენ და ჩვენი ენერგიული ტრენერი ქ.-ნი მანანა. ვისწავლეთ viewer-ში მუშაობა.  შევქმენით ჩვენი პორთფოლიო და გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება, თუ რომელ საქაღალდეში რომელი დოკუმენტი უნდა შევინახოთ. საქაღალდეში გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონი, რომლის გამოყენებითაც უნდა შევასრულოთ საშინაო დავალება - დავგეგმოთ პროექტი და დავსახოთ მისი განხორციელების გზები. გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, რათა განვსაზღვროთ აქვს თუ არა ჩვენს პროექტს საჭირო მახასიათებლები.