Sunday, May 17, 2015

 დღე   IX
დღევანდელ დღეს დავიწყეთ მუშაობა ჩვენი პორტფოლიოების გადამოწმებით. პროექტის გეგმაში დავამატეთ დიფერენცირებული სწავლების  და საბაზისო უნარ-ჩვევები. დრაივზე დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდეები, გადავამოწმეთ ყველა ფაილი. ზედმეტი წავშალეთ, ხოლო შესასწორებელი გავასწორეთ.გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და  მოვისმინეთ ჩვენი ჯგუფის წევრების საპროექტო თემის პრეზენტაციები:
1. ი. გოირგობიანი - ეროვნული პროდუქტი რუსულ ბაზარზე;(საგანი: რუსული ენა)
2. ე. სადირინა -ბგერა ჩვენს გარშემო; (საგანი:ფიზიკა)
3.  მ. სუხაშვილი - ბაქტერიები და ვირუსები (საგანი: ბიოლოგია)
4. მ. მანუკიანი - ხუდადოვის ტყის გამწვანება და რეკრიაციული ზონის აღდგენა; (საგანი:ბიოლოგია)
5.  მ. ნიკოლაიშვილი - ოქროს კვეთა სრულყოფილი სამყაროს ნიშანი (საგანი: მათემატიკა);
6. ლ. მიქელაძე - მუსიკალური  ჟანრები ( საგანი: მუსიკა);
7.  ლ. ინასარიძე - პოლიტიკური ტერორიზმის სათავეებთან - ისმაილიტები, ასასინები; (საგანი: ისტორია)
 8. ე. ნაროუშვილი -რატომ უნდა გავუფრთხილდე მიწას? (საგანი: ისტორია);
 9.  თ. არველაძე - მონადირის გასამართლება "შვლის ნუკრის ნაამბობის" მიხედვით
 (საგანი: ქართული ენა);
10. ნ.დიდბერიძე-როგორ გავამარტივოთ ცხოვრება  თანამედროვე ტექნოლოგიებით (საგანი: ი.ს.ტ.)
ყველა მონაწილის მიერ გაკეთებული პრეზენტაცია მომეწონა.

  დიდი   მადლობა ქალბატონ მანანას ჩვენი გაძლებისთვის.

Friday, May 15, 2015

დღე VIII
დავათვალიერეთ ბლოგებში მონაწილეების პორთფოლიოები და მივწერეთ კომენტარები. ჩვენს პროცედურებს გადავხედეთ და შევამოწმეთ პორთფოლიოს რუბრიკისა და გეგმის ჩეკლისტის საშუალებით. ვიუვერში გავხსენით ფასილიტაციის მაგალითები და დავათვალიერეთ. გავაკეთეთ ფასილიტაციის ნაშრომი- შევავსეთ კითხვარი ჩვენს პროექტის თემასთან დაკავშირებით. შემდეგ გადავიტანეთ და დავამატეთ ბლოგზე. შევავსეთ კითხვარი, რომლის პასუხები მოგვივიდა დრაივზე ელექტრონული ცხრილების ფორმით, რომელიც გადავიტანეთ დრაივზე გამოქვეყნების გარეშე. შევქმენით ახალი ვებგვერდი დრაივზე.

Thursday, May 14, 2015

დღე 7
გავეცანით გარდნერის თეორიას. ვიმუშავე პროცედურებზე. განვიხილეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური  განსხვავებები სწავლის დროს. შევავსეთგაკვეთილზეგამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია, რომელიც შევინახე საქაღალდეში.ვიუვერზე დავათვალიერე ხარაჩოს ნიმუშები. დრაივზე შევქმენი პროექტების ფაილი  და გადავიტანე ყველა საქაღალდეეე. დავარქვი ჩემი პროექტის სახელი. ჩემი ნამუშევრები გამოვაქვეყნე ბლოგერზე.

Friday, May 8, 2015

დღე  VI

 დღევანდელი სამუშაო დღე დავიწყეთ წინა სასწავლო დღეს შექმნილი პრეზენტაციის ბლოგზე  გადატანითა და გამოქვეყნებით.  ვისწავლეთ სხვის პრეზენტაციებზე კომენტარის გამოქვეყნება. ასევე, მონაცემების დრაივში ჩასმა.
   გადავედით შეფასებებზე. "რუბრიკა თქვენი ბროშურისათვის გადავაკეთეთ პრეზენტაციისათვის. რესურსებში  დავათვალიერეთ უკვე არსებული შეფასების რუბრიკები და ინდიკატორებზე დაყრდნობით შევქმენით ხალი რუბრიკა.

მოსწავლის ნიმუში

<

Thursday, May 7, 2015

დღე V
         დღევანდელ სამუშაო დღეს ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება და კომენტარების დაწერა; გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას , გამოყენებული
ლიტერატურის მისამართების შენახვა და საჭირო რესურსების (სურათების ) გადმოწერა. ვისწავლეთ დიაგრამების შექმნა, რაც გამოვიყენე ჩემს მოსწავლის სლაიდშოუს ნიმუშში.
        და ბოლოს,   შევინახეთ დოკუმანტები დრაივში.
        გმდლობთ ყურადღებისათვის!

Friday, May 1, 2015

          დღე  IV
იყო ძალიან საინტერესო მასალა შეფასებებთან დაკავშირებით. გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს. ხუთივე მიზნისთვის შევარჩიეთშეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად შევქმენი "ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე" დიაგრამა. ბოლოს ყველა მიზნისთვის დავწერეთ აქტივობები.